"ნავნეს“ საწყობის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზიათე ქსელ „ნავნეს“ საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში „ნავნეს“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. პოსტში აღნიშნულია, რომ ინფიცირებული თანამშრომელი შვებულების გამო, ორ კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა.

„გუშინ ღამით ჩვენი საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, „ნავნე“ გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. ნავნეს არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს“, – წერია განცხადებაში.

კომენტარი