სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევიდ კემერონი: მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის განცხადებით, ის სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც კემერონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, ბრიტანეთსა და საქართველოს მეგობრობა და ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.

"ასევე, მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწვრიანებას ნატო-ში. აღფრთოვანებული ვარ თქვენ მიერ განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებით და იმ წარმატებით, რასაც ბოლო პერიოდში მიაღწიეთ. მოხარული ვარ, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გვერდით იმყოფებიან ბრიტანელი სამხედროებიც. თქვენმა ჯარისკაცები განსაკუთრებული სიმამაცით გამორირჩევიან", - განუცხადა კამერონმა სააკაშვილს პირისპირ საუბრისას.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა აგვისტოს ომის დღეებში კამერონის თანადგომა საქართველოს მიმართ. სააკაშვილმა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
"უპირველესად, მსურს გითხრათ, რომ თქვენ განსაკუთრებული ადგილი გაქვთ ქართველი ხალხის გულში, რადგან ჩამოხვედით სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენი დედაქალაქი იბომბებოდა. მაშინ თქვენ ოპოზიციის ლიდერი იყავით და ხელმძღვანელის გასაოცარი თვისებები გამოიჩინეთ. არასდროს დავივიწყებთ იმ მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის მძიმე წუთებში გააკეთეთ. ლიბიის შემთხვევამ ყველას დაგვანახა, რომ ევროპას ბიუროკრატიის გარდა, პოლიტიკისა და პოლიტიკური ლიდერობის დიდი ისტორიაც აქვს. თუ ვინმეს ამის შეხსენება სჭირდებოდა, თქვენ ეს შთამბეჭდავად გააკეთეთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ხალხებისთვის და სწორედ ამიტომ ვართ თქვენი მადლობელი. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავდებას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დაუნ სთრითზე გამართული შეხვედრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100