მინსკში საპროტესტო აქციაზე შეტაკებებისას ადამიანი გარდაიცვალა

ბელარუსში სამართალდამცველებისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 10 აგვისტოს, 23:00 საათისთვის მოხდა.


არსებობს არაოფიციალური ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც დღევანდელი მსხვერპლი ბელარუსში მეორეა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკო იმაჯრვებს.

კომენტარი