"ბაჩალიაშვილის Fb-გვერდის გაუქმებამდე, მისი პროფილის ფოტო იყო შეცვლილი, შემდგომ საერთოდ გაქრა და უბრალოდ შევძელით, მესიჯები დაგვენახა" - ზეგ-ის დირექტორი

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული სიკვდილი - კომპანია ზეგ-ის დირექტორის, თამარ კობერიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-გვერდი მაშინ გაქრა, როცა თავად გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მთავარი არხის ეთერში კობერიძემ თქვა, რომ მიმოწერის ამოღება უნდოდა, რა დროსაც, Facebook-ზე ნახა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირადი გვერდი პერსონალურ ბლოგად იყო გადაკეთებული, ხოლო მისი პროფილის ფოტო - შეცვლილი.

"ჩვენი ერთერთი პოზიტიური საუბარი ფეისბუქზე მინდოდა, რომ ამოეღო გამოძიებას. რომ შევედით სანახავად, გამქრალი იყო მისი ფეისბუქი და Personal Blog-ი ეწერა, ასევე, მისი პროფილის ფოტო იყო შეცვლილი რამდენიმე საათით ადრე. შემდგომ საერთოდ გაქრა და უბრალოდ შევძელით, მესიჯები დაგვენახა". – ამბობს კობერიძე.

კომენტარი