სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ვინაობა ცნობილია - რას ამბობს ის?

თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ვინაობა ცნობილია.

გოგონას ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე იყო. იგი იმ დღესვე დაიკითხა, როდესაც თეთრიწყაროში თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქეთევან კობალაძე პენიტენციური დაწესებულების ბავშვთა ფსიქოლოგად მუშაობდა.

მისი თქმით, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე პასუხი გასცა.

„დოკუმენტურად არის დადასტურებული, ჩაწერილი, მე ხელი მოვაწერე ყველა პასუხზე, რაც გავეცი და როგორც გავეცი, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი”, – თქვა ფსიქოლოგმა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100