ვინ არის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი გოგო, რომელიც თეთრიწყაროში ცხოვრობს და რა უთხრა მან გარდაცვლილის "შეყვარებულს"

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭი, ბაჩანა ლობჟანიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თამარს ყავდა მეგობარი გოგო, მარიამ ვარდიაშვილი, რომელიც თეთრიწყაროში ცხოვრობდა.

მისი თქმით, ვარდიაშვილი მან 2018 წელს გაიცნო, როგორც თამარის მეგობარი.

„მარიამ ვარდიაშვილი მე თამარმა გამაცნო დაახლოებით 2018 წელს, როგორც თავისი მეგობარი. ის მოცეკვავეა. ახლო მეგობრები იყვნენ. მე არ ვიცოდი ის მანდ რომ ცხოვრობდა.

მე ეს თამარის მშობლებისგან გავიგე, ვიღაც ვარდიაშვილიაო ვინც თეთრიწყაროში ცხოვრობსო და შემდეგ მე მას მესენჯერში მივწერე თუ ჰქონდა თამართან იმ დროს შეხება და მან მომწერა, რომ არ მქონდა შეხებაო. ვკითხე თუ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მითხრა მეძებდნენო, თუმცა გავარკვიე, რომ ის დაკითხვაზე არ ყოფილა“, – აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე.

კომენტარი