ბათუმში ორი ახალგაზრდა ღამის კლუბში დანით დაჭრეს - მათი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში ორი ახალგაზრდა დანით დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ კლუბში მოხდა.დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ ერთდროულად შეიყვანეს. მედიკოსების თქმით, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 22 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი იდაყვისა და ბარძაყის არეში.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი