რუსი ტურისტი გოგონა ნარიყალაზე ხევში გადაიჩეხა

რუსი რურისტი, მოსკოველი ანა ზაიალოვა, რომელიც მეორე დღეა, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, რამდენიმე საათის წინ ნარიყალაზე, ხევში გადაიჩეხა. წინასწარი ინფორმაციით, იგი „ქართლის დედის“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობდა, როცა ფეხი აუსხლტა და ხევში გადავარდა. მოგვიანებით ზაიალოვამ შესძლო, მობილურის მეშვეობით მასპინძელს დაკავშირებოდა, რის შემდეგაც მან, თავის მხრივ, მაშველები ჩააყენა საქმის კურსში.

სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში მივიდა. ადგილი, სადაც ტურისტი იყო ჩავარდნილი, მიუდგომელი აღმოჩნდა და მაშველები ხევში თოკებით ჩავიდნენ. ოპერაცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობში გრძელდებოდა, რის შემდეგაც სამაშველო სამსახურმა დაზიანებული ტურისტის ამოყვანა და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიყვანა შეძლო. სავარაუდოდ, აზა დაიალოვას ფეხი აქვს მოტეხილი და სხეულის სხვადასხვა ადგილები - დაჟეჟილი.

„ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც ჩემს სამაშველო პროცესში მონაწილეობდა. სხვათა შორის, როცა ჩავვარდი და აღმოვაჩინე, რომ ცოცხალი ვარ, ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ გადამარჩენდნენ“, -თქვა აზა დაიალოვამ საავადმყოფოში გადაყვანის წინ.

კომენტარი

×