ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ადამიანებს სექსის დროს პირბადის გამოყენებას ურჩევს

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის პანდემიის დროს სექსთან დაკავშირებული რეკომენდაციები განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

სპეციალისტები მოუწოდებენ ადამიანებს, შეძლებისდაგვარად დარჩნენ სახლში და მინიმუმამდე შეამცირონ კონტაქტების წრე, თუმცა გამოიჩინონ კრეატიულობა, ვინაიდან, მათი თქმით, სექსუალურ ცხოვრებაზე უარის თქმა არასწორია.

განახლებულ რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ სექსის დროს პირბადის გამოყენება კორონავირუსის გავრცელების რისკს ამცირებს.

ვრცელდება თუ არა ახალი კორონავირუსი სქესობრივი გზით, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აქამდე ცნობილი კორონავირუსები სქესობრივი გზით გადამდები არაა.


კომენტარი