ხვალიდან ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა იხსნება

პრემიერმინისტრის გიორგი გახარია აცხადებს, რომ მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩება, სხვა ტრანსპორტზე კი მოიხსნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი კარგად ცნობილი შეზღუდვა 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს", თქვა გიორგი გახარიამ.

აღნიშნული შეზღუდვა ხვალიდან, 23 მაისიდან მოიხსნება.

კომენტარი