"სოც აგენტებს ჩაგვერიცხა ხელფასი 80 ლარი...ჩვენ საქართველოს მოქალაქეებად არ ვითვლებით? რატომ გვიცავთ კორონასგან? ოჯახებიანად შიმშილით რომ დაგვხოცოთ მაგიტომ?!"

"მე არ ვარ ექიმი. არც ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძვი, რადგან მე უკვე ვიბრძოლე. წვიმაში, ქარში, ყინვაში, უტრანსპორტობაში, სტრესულ გარემოში მოვიპოვე თითოეულ მაძიებელ ოჯახზე ინფორმაცია, რომლებიც დღეს სოციალურად დაუცველის სტატუსით გადარჩებიან. გადარჩებიან იმიტომ რომ ჩემი სახელმწიფო დაეხმარება. უბრალოდ იმიტომ რომ გადარჩნენ... თქვენი სოციალური პროგრამები და ახლა უკვე ანტიკრიზისული გეგმაც დგას სოც. აგენტის პატიოსანი შრომით შექმნილ მონაცემთა ბაზებზე. ჩვენი ოჯახების გადარჩენისთვის ვის მივმართოთ?

სოც აგენტებს ჩაგვერიცხა აპრილის თვის ხელფასი 80 ლარი . ჩაგვერიცხა ფიქსირებული ხელფასის 100%. ხმა არ ამოგვეღება არა? რა დავარქვა ჩემს სამსახურს? ჩვენ საქართველოს მოქალაქეებად არ ვითვლებით? ნუთუ შეიძლება ამხელა პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს ხელფასი საარსებო მინიმუმზე რამდენჯერმე ნაკლები ჰქონდეს? რატომ გვიცავთ კორონასგან? ოჯახებიანად შიმშილით რომ დაგვხოცოთ მაგიტომ?! წლებია თქვენი დამოკიდებულება ბენეფიციარების მიმართ უფრო მზრუნველია ვიდრე იმ ხალხის მიმართ ვისი შრომის შედეგზეც დღეს ანტიკრიზისული გეგმა დადეთ.

13 წელი ერთი და იგივე ტარიფით და 1 თვიანი შრომითი ხელშეკრულებებით რომ გვამუშავებთ რამდენად სამართლიანია? ადამიანები ვართ ჩვენც! ჩვენი შრომოს შედეგია თითოეული ბაზამდე მიტანილი სოციალურად დაუცველი ოჯახი. უცებ დაამუშავებთ ბაზებს და გასცემთ დახმარებას იმიტომ რომ თქვენი მოქალაქეები გადარჩნენ! ჩვენ ვინ ვართ გეკითხებით! არ ხართ ვალდებული ჩვენზეც იზრუნოთ?

13 წლის წინ ამ ხელფასზე ადამიანად ვგრძნობდი თავს. ეხლა ვერ ვიტყვი რასაც ვგრძნობთ. თქვენ დაარქვით სახელი ამ მდგომარეობას! აპრილის თვეში ჩვენ ჩვენი ნებით არ გავჩერებულვართ, რომ გამომუშავების შესაძლებლობა გვქონოდა. კითხვა მდგომარეობს შემდეგში:

1) საკმარისად სთვლის ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო, ოჯახის სარჩენად სოც აგენტზე გადახდილ 80 ლარს??

2) 13 წლის წინ 1 ოჯახის შესასწავლად განსაზღვრული ხელზე ასაღები 4.80 ლარი და ფიქსირებული 80 ლარი რატომ არ გადაანგარიშდა წლების განმავლობაში ლარის გაუფასურების და ცხოვრების გაძვირების პარალელურად? მაშინ როცა ჩვენს ბენეფიციარებს გაუორმაგდათ დახმარება, ჩვენგან განსხვავებით და ყველა ამქვეყნიური სიკეთე: ბინის ქირა; შვილების სწავლა; უფასო ტრანსპორტი, ჯანმრთელობის დაზღვევა და უამრავი სხვა მერიის თუ მთავრობის პროგრამა უფინანსდება.

3) სოც აგენტების გაღატაკება თქვენი სოციალური პოლიტიკის ნაწილია?

მე არ ვარ ექიმი. არც ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძვი, რადგან მე უკვე ვიბრძოლე. წვიმაში, ქარში, ყინვაში, უტრანსპორტობაში,...

Posted by Tea Narimanishvili on სამშაბათი, 28 აპრილი, 2020

კომენტარი