კორონავირუსით ინფიცირებული ჯარისკაცები - 40 ჯარისკაცი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი

კორონავირუსის ეპიდ აფეთქება ჯარში - "მთავარის" ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულია თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი, რომლებიც კარანტინს გადიოდნენ იმ შენობაში, სადაც კორონავირუსი 6 ქალს გამოუვლინდა.


შენობაში კარანტინს სულ 40 თანამშრომელი გადიოდა და ყველა მათგანი საერთო სველი წერტილებით სარგებლობდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ თავდაცვის უწყებაში.

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ჰოსპიტალში გადაყვანილი 40 ჯარისკაციდან რამდენიმე მათგანის პასუხი უკვე მოსულია, დანარჩენების ანალიზების პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან.

"წყაროს ინფორმაციით, 40 ჯარისკაცი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში, ისინი ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები არიან. რამდენიმე მათგანის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან უკვე მოსულია, ხოლო დანარჩენების პასუხს ელოდებიან" - აცხადებს ელისო კილაძე.

კომენტარი