"ის საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა და ბევრ ადამიანთან ჰქონდა შემხებლობა" - ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართველ სპორტსმენს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

მის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ცნობილია, რომ ის, ძალოსანი სპორტსმენია.

შემთხვევა შესაძლოა განსაკუთრებული აღმოჩნდეს, რადგანაც ძალოსანის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა.

ის საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა და ბევრ ადამიანთან ჰქონდა შემხებლობა.

ასევე, სპორტსმენი სამგერელოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა და სხვადასხვა ჯგუფთან ჰქონდა შეხება. სპორტსმენი სტუმრადაც იყო რამდენიმე ოჯახში. აღსანიშნავია, რომ მას მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია.

ეპიდემიოლოგებიი სპორტსმენის კონტაქტებს იკვლევენ. ახალგაზრდა მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად წალენჯიხის სოფელ ლიაში 28 მარტიდან ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

წყარო: რუსთავი2

კომენტარი