„ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა“-მ, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოქალაქეებს პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი უფასოდ დაურიგა

„ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა“-მ, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოქალაქეებს პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი უფასოდ დაურიგა
მაშინ, როდესაც მაგალითად, სააფთიაქო ქსელ „ფარმაგიდში“ ერთი პირბადე 2 ლარი და 50 თეთრი ღირს, ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის წარმომადგენლები, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარს უფასოდ არიგებენ.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის ეს პოზიტიური ფაქტი ბევრი ადამიანისათვის ერთგვარი შვებაა.
სამწუხაროდ, პანდემიამ და ახალმა კორონავირუსმა კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. ყოველდღიურად იკარგება სამუშაო ადგილები. ხალხი შემოსავლის გარეშე რჩება.
ამ ფონზე კი, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა“-ს ორგანიზებით, მოქალაქეებს უკვე მეორე დღეა, შესაძლებლობა აქვთ უფასოდ მიიღონ ახლა ყველასათვის მნიშვნელოვანი ნივთი - პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი.
ახალგაზრდა ლიდერები სიამოვნებით უწვდიან ხელს ხელისუფლებისგან მიტოვებულ მოხუცებს, სოციალურად დაუცველებს...

კომენტარი