ჩიორა თაქთაქიშვილი: " შესაძლოა, ივანიშვილი საქართველოდან გააძევონ..."

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, "ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ, თუ იგი ვიზას არ მიიღებს, რომელიც რესპუბლიკაში ყოფნის უფლებას მისცემს".

"შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღის განმავლობაში აქვთ, ამიტომ ივანიშვილს უახლოეს დღეებში ქვეყნიდან გაძევება არ ემუქრება. საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის დროს ივანიშვილზე ის წესები გავრცელდება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა უცხოელი მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

კომენტარი