მესტიაში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

მესტიაში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მას ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარი