ლებრონის ცრემლები, როდესაც მან კობი ბრაიანტის და მისი 13 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო - ემოციური კადრები აეროპორტიდან

კალათბურთის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა, გუშინ, ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც მისი მეგობრის გარდაცვალებების ამბავი შეიტყო.

ლეიკერსის გუნდი ფილადელფიიდან თვითმფრინავით ბრუნდებოდა, როდესაც მათ NBA-ის ლეგენდის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს.

მწვრთნელმა, ფრენკ ვოგელმა თავის გუნდელებს შუაგულ ჰაერში შეატყობინა ბრაიანტის გარდაცვალების ამბავი.

ემოციურმა ლებრონ ჯეიმსმა კი, როგორც კი LAX– ზე ფეხი დადგა ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეხუტება ლებრონი აეროპორტში დამხვედრ ადამიანებს და როგორ იწმენდს ცრემლებს.

ლეგენდარული კალათბურთელი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა, შვიდ სხვა მგზავრთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა წინასწარვე იცოდა ამინდის გაუარესების შესახებ და ისიც იცოდა, თუ რა საფრთხეს შეიცავდა ასეთ ამინდში ფრენა.

კომენტარი