სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აფხაზეთსა და კოდორის ხეობაში ჩადის

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი აფხაზეთსა და კოდორის ხეობას ეწვევა.

ისინი გაგრის რაიონის სოფელ კანდრიპშში, სადაც 13 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების პატარა ქალაქი გაიხსნა, სამხედრო ტექნიკის დაათვალიერებენ.

ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის უწყების პირველი პირი კოდორის ხეობაში მშენებარე რუსული სამხედრო ბაზების დათვალიერებასაც გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზური წყაროები ავრცელებენ, თუმცა სერდიუკოვის ვიზიტის ჩამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით მითითებული არ არის.

მალხაზ ბასილაია„ნიუსლაინის“ სამეგრელოს კორესპონდენტი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100