“ჩიჩილაკი შევიტანოთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში” - პრეზიდენტის ახალი ინიციატივა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიაში იმყოფება სადაც კალანდას დღესასწაული აღნიშნეს. დღესკი ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა:

“მე ხელში მიჭირავს ჩიჩილაკი. ის დგას პრეზიდენტის სასახლეშიც. ესაა არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც მოედო მთელ საქართველოს. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და გურული კალანდობა შევიტანოთ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკო-ში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიურ” - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარი