სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ფეხქვეშ გათელეს, იძალადეს, ძირს ათრიეს.." - ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე.

ერთმანეთს ადგილობრივები და დაცვის სამსახურის წევრები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები ცდილობენ სამშნებლო კომპანიას არ მისცენ ბაღის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოსახლეობა მშენებლობასთან არ შეუშვეს. ერთ-ერთი ადგილობრივი კი პროტესტის ნიშნად მანქანის ქვეშ დაწვა.

"ძირს ათრიეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხალხი, ფეხქვეშ გათელეს, ქალებზე იძალადეს და პოლიციამ არაფერი ქნა",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100