შსს, ქუთაისში, მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, არ ადასტურებს

შსს, ქუთაისში, მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, არ ადასტურებს. ამის შესახებ დრონი.ჯი-ს უწყებაში განუცხადეს.

"მსგავს ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი და მითუმეტეს არავინ გარდაცვლილა" - ამბობენ შსს-ში.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსხვერპლით დასრულდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი ერთ-ერთ მაღაზიასთან მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი სკოლაში მიდიოდნენ. წინასწარი ინფორმაციიით, ერთმა მოზარდმა მეორეს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა, რასაც მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა.

როგორც ქუთაისიპოსტს მაზაღიაში განუცხადეს, მათთან მისული იყვნენ სამართალდამცველები და კამერების ჩანაწერები წაიღეს.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

კომენტარი