როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - აი, რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-15 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში ეციება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი