პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, დაპირისპირება აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის შემოტანას მოჰყვა.

აქტივისტების თქმით, სამართალდამცველები მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ რაიმეთი გათბნენ.

"მანქანებს იტაცებენ, ადამიანებს არ აცდიან გათბობას. ჯიბიდან აცლიან გათბობის საშუალებებს" - აღნიშნა აქტივისტმა.

კომენტარი