სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაწყებამდე კინოთეატრთან ხატიანი და ჯვრიანი მამაკაცები გამოჩდნენ

ფილარმონიასთან, რომლის მიმდებარედ, კინოთეატრ "ამირანის" სიახლოვეს, ჯვრიანი და ხატით ხელში მამაკაცები გამოჩდნენ.
რამდენიმე საათში ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ერთდროულად გაიმართება. ფილმის პრემიერა რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტის ფონზე გაიმართება.

ლევან ვასაძე და "ქართული მარში" პრემიერის ჩაშლითა და კინოთეატრების პიკეტირებით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი კი აცხადებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება.

ფილმთან დაკავშირებით საპატრიარქოს ცალსახა დამოკიდებულება აქვს - ეკლესიისთვის კატეგორიულად შეურიგებელია "სოდომური ურთიერთობების" პოპულარიზაცია, თუმცა საპატრიარქო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს.

განსაკუთრებული მობილიზებაა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყება აცხადებს, რომ სამართალდამცავები საზოგადოებრივ წესრიგს დაიცხავენ.

შვედეთის სახელით, ოსკარზე წარდგენილ ფილმზე - "და ჩვენ ვიცეკვეთ", დასასწრები თბილისის კინო-თეატრების, სამდღიან სეანსებზე დასასწრები, ყველა ბილეთი სრულად გაყიდულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100