"გირჩი" უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს "შმაქსაობას" სთავაზობს

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, "შმაქსაობაში" ჩართვას სთავაზობს.

პარტიის წევრები დღეს წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას შეიკრიბნენ და ახლად დაფუძნებული კომპანიის „შმაქსი“ პრეზენტაცია გამართეს, რის შემდეგაც საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება - ის დაიქირავებს მასწავლებლებს რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც გირჩის, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

კომპანიის „შმაქსი“_ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს სწორედ თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში გირჩის მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, სიმბოლურ ადგილას, წიწამურში, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად, მოკლეს საღი აზრი. მას შემდეგ, საქართველოში, საღი აზრის პრობლემა მწვავედ დგას.

"გირჩის" შექმნის ერთ-ერთი მიზანი კი, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში საღი აზრის, თავისუფლების იდეების გავრცელება იყო, რომელიც თავისი არსით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა საზოგადოებაა.

ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ამ მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებთ.

აქამდე, ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი ფეისბუქი, სოციალური მედია და ინტერნეტი იყო - სულ ცოტა ხნის წინ, ავაწყვეთ და ეთერში გავუშვით გირჩის ტელევიზია."

კომენტარი