სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანეთში ტყის მასივი იწვის - ცეცხლი უკვე ორი დღეა მძვინვარებს

ესპანეთში, გალისიის რეგიონში, ტყის მასივში ძლიერი ხანძარია.

„როიტერის“ (Reuters) ინფორმაციით, ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონში ცეცხლი უკვე მეორე დღეა მძვინვარებს.

სოფლის მეურნეობის საკითხებში რეგიონული სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიამ უკვე 450 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ტყეში ხანძრის ჩაქრობას 13 ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100