სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ში საქართველოს პრეზიდენტის ნამდვილი გვერდი გაიხსნა

აქამდე არსებული უამრავი გვერდის, ჯგუფისა და ფან–გვერდის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქარტველოს პრეზიდენტის ნამდვილი გვერდი გაიხსნა. აქამდე არსებულ გვერდებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ერთ–ერთ ბრიფინგზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში არსებული არცერთი გვერდი უშუალოდ პრეზიდენტს არ ეკუთვნის და არც ისაა ცნობილი, თუ ვინ მართავს ზემოთხსენებულ პროფილებს.

რაც შეეხება ახალ, ნამდვილ გვერდს, რომელიც გახსნიდან რამდენიმე წუთში უკვე ორი ათასზე მეტ ადამიანს მოსწონდა, "მომწონებლების" რაოდენობა წუთობრივად, დიდი რაოდენობით ემატება.

პრეზიდენტს საკუთარ გვერდზე ატვირთული აქვს ფოტოები, სადაც ასახულია ოფიციალური ვიზიტები, შეხვედრები, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრების მომენტები. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეომასალაც.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ გვერდზე დაახლოებით ერთი საათის წინ დაწერა, რომ ქუთაისში იუსტიციის სახლს გახსნის.

პოლიტიკური შეხედულების გრაფა პრეზიდენტმა ასე შეავსო: „ძალიან ლიბერალური“, ხოლო რელიგიური შეხედულების გრაფაში ჩაწერა: „ორთოდოქსი ქრისტიანი“.

ბმული საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100