სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია, რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას"- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

"რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია, რომ არ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვტილება წარმოუდგენელია. მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ. მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, მაგრამ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი არასწორ ინტერპრეტაციას. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივირების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100