სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში, თეთრ ხიდზე მინა ისევ დაიბზარა

ქუთაისში, ახლად აღდგენილ თეთრ ხიდზე მინა ისევ დაიბზარა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე უკვე იმყოფებიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგელები და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა.

ეს არ არის ხიდზე მინის დაზიანების პირველი შემთხვევა. ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები, გასული წლის 29 დეკემბერს, გაუჩნდა.


თეთრი ხიდი 2018 წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახნსიდან ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა.

ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100