"საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს...ის ექიმი ნომერ მეორეა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ვის და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის"

ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, რომელიც ამერიკაში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ექიმმა ოპერაცია ტყუილად გაუკეთა.

"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს!!!!
ქართველ ექიმთან გავიარე კონსულტაცია რომელიც 28 წელია ნიუ იორკში მუშაობს.
- ვინ გაგიკეთა ოპერაცია?
- ნინო ... ( გვარს შეგნებულად არ ვწერ) მა. მითხრეს რომ ნომერ მეორე ქირურგია ამ სფეროში.
- რა უცნაურია, არადა მანდ ყველა პირველობას იბრალებს ( გაეღიმა). აბსოლიტურად სხვა პრობლემა გაქვთ და სხვა ადგილას. ქირურგი საერთოდ არ გჭირდებათ.
ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი? საკუთარ თავს აღარ ვჩივი. მე უკვე ნაშველი მაქვს, მაგრამ ის ექიმი ნომერ მეორე როა საქართველოში ის მაფიქრებს. კიდევ ვის დააწვენს მძინარეს დანის ქვეშ და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის!" - წერს მჭედლიშვილი.


კომენტარი