"დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე" - მევლუდ მელაძე

გასულ დღეებში ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა - ნიკა ჯორჯაძე "აგროჰაბის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სალომე გველესიანის ვაჟია.

სალომეს მეუღლე მევლუდ მელაძე ამ ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცლებს, რომელიც საკმაოდ მძიმეა:

"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია, უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია, დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას" - წერს მევლუდი ფეისბუკის გვერდზე.

დრონი.ჯი უსამძიმრებს მევლუდსა და სალომეს ამ დიდ დანაკარგს და მის ოჯახს გამძლეობას უსურვებს.

კომენტარი