შვეიცარიაში, გასაძარცვად შესულ ქართველ ქურდებს ბინაში ჩაეძინათ

შვეიცარიაში, სახლის გასაქურდად შესულ ქართველებს ჩაეძინათ და ისინი პოლიციამ გამოღვიძების შემდეგ დააკავა. ინციდენტი ქალაქ პიან სან ჯაკომოში მოხდა.

როგორც შვეიცარიული მედია წერს, მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის შესახებ მეპატრონეს შეატყობინეს.

გამოძიების ცნობით, საქართველოს 19 და 26 წლის მოქალაქეებს ბრალი რამდენიმე სახლის გაქურდვაში წაუყენეს.

კომენტარი