დავით კირკიტაძის მეუღლე, მარიამ ახობაძე დღეს რუსთავში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა

ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივნისა და გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის მეუღლე, მარიამ ახობაძე დღეს ქალაქ რუსთავში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა და სარვამარტოდ საჩუქრები გადასცა.

ხელისუფლებამ, დავით კირკიტაძე რუსთავში საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის მოგების გამო ციხეში გამოკეტა. ამიტომ, დღეს, რუსთაველებთან შეხვედრა ყოფილი გუბერნატორის ოჯახის წევრს მოუწია.

რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, მისი მორიგი სასამართლო პროცესი 12 მარტს გაიმართება და მას მხარდამჭერები, ევროკავშირისა და სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მოსამართლე კიდევ ერთხელ განიხილავს აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობასა და 15 ათასი მოქალაქის თავდებობის საკითხს.

კომენტარი

×