"რა მეორედ მოსვლას და ეშმაკს ელოდებით! იმდენი ხართ ეშმაკები ამ პატარა საქართველოში! იმედია კმაყოფილი ხართ საკუთარი ნამოქმედარით! გაიქეცით ეხლა აღსარება ჩააბარეთ"

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორზე სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების შესახებ წერს:

"მკვლელი საზოგადოება! არც ზღვარი იცით, არც ეთიკა, ადამიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია! რაც მთავარია საკუთარი თავი ძალიან მოგწონთ სარკეში! თუმცა კარგად რომ დააკვირდეთ, სიღრმეში რომ ჩაიხედოთ, მახინჯ, უსახო და შემზარავ არსებას დაინახავთ! არც ცენზურა იცით, არც ადამიანური ეთიკა! ზიხართ გონჯები და აწკაპუნებთ კლავიატურაზე თქვენს მახინჯ აზრებს! ვარსებობთ ადამიანები, ვისთვისაც თქვენი სისინი საიქიოდან მოსული ხმასავით შეუმჩნეველია! მაგრამ თქვენ ხომ მსვერპლს ეძებთ! თქვენი მიზანი ხომ ადამიანის განადგურება და სულიერად დაცემაა! რა მეორედ მოსვლას და ეშმაკს ელოდებით! იმდენი ხართ ეშმაკები ამ პატარა საქართველოში დაცემული ანგელოზი თქვენთან შედარებით ბევრად ღვთისნიერია! იმედია კმაყოფილი ხართ საკუთარი ნამოქმედარით! გაიქეცით ეხლა აღსარება ჩააბარეთ ! მერე ისევ მიუჯექით კლავიატურას! ბატონო სპარტაკ, ნეტავ შემეძლოს გითხრათ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ბოროტებასთან არ უნდა დანებდეთ, რომ თქვენი ოჯახისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის უნდა ებრძოლოთ დაავადებას ! მე ერთი უბრალო და თქვენთვის უცნობი ადამიანი გეუბნებით ყველას მაგივრად, ბოდიში".- წერს ხატია სიჭინავა.

კომენტარი