ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს - 13 წლის მოზარდს ბიძამ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

რუსთავში მომხდარი 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს მას ბრალს დღეს წაუყენებენ.

"დაცვის მხარის მიერ არანაირი მტკიცებულებები მოპოვებული არ არის. თუკი ვინმეს საკითხი გამოიკვეთება,რომ ვინმეს გულგრილობით მოხდა ეს ფაქტი, რეაგირება დაცვის მხარეს გვექნება" - აღნიშნა ბრალებულის ადვოკატმა ზურაბ დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა მოხდა გუშინ რუსთავში, მე-8 მიკრო რაიონში. 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმის შვილი მოკლა.

მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმის შვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

×