"წუწუნა, არც საყვარელ ადამიანს უნდიხართ... ყველას გვაქვს პრობლემები" - აი, რას წერს ხატია სიჭინავა

ტელეწამყვან ხატია სიჭინავას რჩევები დარდით სავსე ადამიანებს:
"ყველას გვაქვს პრობლემები, უპრობლემო, დაუღლელი, მუდამ კმაყოფილი ადამიანი არ არსებობს სამყაროში. საფიქრალიც და სადარდებელიც ყველას ჩვენი წილი გვაქვს. უბრალოდ მიდგომა გვაქვს სხვადასხვანაირი. მე მაგალითად, როცა მაქვს, მადლობას ვუხდი ღმერთს რომ მაქვს, როცა არა მაქვს , მოთმინებით ველოდები ხვალინდელ დღეს, როცა მექნება. ყოველთვის ერთნაირად ვერ ვიქნებით. მთავარია სამყაროს უარყოფითი ენერგია არ გავუგზავნოთ მუდმივი წუწუნით და ტირილით. შეიძლება დღეს გეჩვენებათ რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ დაფიქრდით, ხომ შეიძლება უარესად ყოფილიყავით. არასოდეს მიანიჭოთ სასიცოცხლო მნიშვნელობა მატერიალურს, რომ თქვენმა პრობლემებმა ყოველდრიური საყოფაცხოვრებო სახე არ მიიღოს. რადგან წუწუნა, არც საყვარელ ადამიანს უნდიხართ და არც სამყაროს. ისწავლეთ და ასწავლეთ ირგვლივმყოფებს გაიხარონ დღევანდელი დღით და უფრო დიდი სიხარულით დაელოდონ ხვალინდელს. იყავით პოზიტიური, რომ მეტი პოზიტივი მოხდეს თქვენს ცხოვრებაში" - წერს ხატია სიჭინავა.

კომენტარი