თბილისში გაზის ინტოქსიკაციით თერჯოლის მკვიდრი გარდაიცვალა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციით 7 ადამიანია გარდაცვლილი.


გარდაცვლილებს შორის არის 54 წლის ბათო სუთიძე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის მკვიდრია.

"ბათო თერჯოლიდან წლების წინ წავიდა. ის შემდეგ რუსთავში ცხოვრობდა. ძმები ჰყავს თერჯოლაში, ყველას გული გვეწვის ამ ტრაგედიით,"- განუცხადა topnews.com.ge-ს თერჯოლის მკვიდრმა.

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი ნაქირავებ ბინაში გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

კომენტარი