სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში გასაბერ საყდრებს დადგამენ, აფხაზეთში კი „მოარული ეკლესია“ გაგზავნეს (ფოტორეპორტაჟი)

მოსკოვში ტაძრების მშენებლობის ბუმმა დედაქალაქელები ახალი რეალობის წინაშე დააყენა: იმის მიუხედავად, რომ რუსეთის დედაქალაქში 200 ეკლესიის მშენებლობა დაწყებულია და კიდევ 200 მშენებლობა იგეგმება, როგორც ჩანს, ტაძრები საკუთარ სულზე ზრუნვის მსურველებს ვერ იტევს. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გამოსავალიც მოძებნეს - „მართლმადიდებელ მშრომელთა საზოგადოების“ დაჟინებული მოთხოვნით, სულ მალე, მოსკოველ მორწმუნეთა განკარგულებაში იქნება 400 ექსკლუზიური, რეზინის, გასაბერი ტაძარი (მოსკოველებმა და ბლოგერებმა მას "მოფერებით" "გუნდიავკები" შეარქვეს).

როგორც ანოტაციაშია ნათქვამი, ტაძრები მაღალხარისხიანი, ელასტიური რეზინისგანაა დამზადებული და მაქსიმალურად მოხერხებული იქნება მორწმუნეებისთვის. ამასთან, ეს იქნება, ე.წ. „მოარული ტაძარი“, რომლის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეში სულაც არ იქნება ძნელი. ანოტაციაში არ წერია, მაგრამ არ არის გამორიცხული, მოარული ტაძრის „გამოძახების“ სამსახურის შექმნის აუცილებლობაც დადგეს.

„დრონი.ჯი“ შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის, საკმაოდ უცნაური ტაძრები უკვე მოქმედებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მართლმადიდებელი ეკლესიის შეთანხმების მიხედვით, ე.წ. „მოარული ეკლესია“, საცდელი რეჟიმის ფარგლებში გაიგზავნა. მოსკოვში დასადგმელი გასაბერი ეკლესიებისგან განსხვავებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტაძარი რეზინის არ იქნება: იგი სამხედრო მანქანაზეა დამონტაჟებული და ნაწილიდან ნაწილში ივლის. სასულიერო პირი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს ხელშეკრულებას და მას ოფიცრის დროებითი სტატუსი ექნება. პირველი „საცდელი აღსარებები“ ამ კუთხით უკვე ჩატარდა და ორივე უწყება - ჯარიც და ეკლესიაც, ფრიად კმაყოფილი დარჩა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100