აღმაშენებლის ხეივანზე ტაქსი მეეზოვეს დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

გამთენიისას თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე დიდი სიჩქარით მიმავალი ტაქსი მეეზოვეს დაეჯახა - 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.


გარდაცვლილი შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარი