სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია დანიშნა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მედიას დღეს განუცხადა.

მისი თქმით, გაბუნია ამ თანამდებობაზე დღეს დილით დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი ამ პოსტზე გაბუნიას მოიაზრებდა, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციებმა ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს.

​NGO-ები იხსენებენ დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებას, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?". განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და და რომელმაც "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100