"ვინმემ ხომ არ იცით თბილისის მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს?" - გაინტერესებთ, რამდენის გადახდას აანონსებს ირაკლი ოქრუაშვლი საახალწლოდ კალაძის გმოძახებაში?

ირაკლი ოქრუაშვილი კახა კალაძის ვარდისფერ ქუდზე ასეთ კომენტარს აკეთებს:

“ტყუილად მოვიყვანე თოვლის ბაბუა ბოლო ორ ახალ წელს და ტყუილად გადავყარე გამოძახებაზე ას-ასი ლარი. მაინც აღარ სჯერათ ბავშვებს ისეთ ასაკში არიან. შარშან სულ წვერებით ითრიეს და მატყუარა ეძახეს. წელს მინდა რამე განსაკუთრებული სიურპრიზი მოვუწყო და გავამხიარულო.

ვიმემ ხომ არ იცით თბილისის მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს 31-ში 12 საათზე? სამას ლარს გადავიხდი. მეტი არც მე მიღირს და არც ეგ არ ღირს”. - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი მინისტრი.

კომენტარი