ეკა კვესიტაძე ნიკა რურუაზე: ვერ მოვასწარით. განადგურებული ვარ...უზარმაზარი სიცარიელე გაჩნდა ჩემს ირგვლივ

აი, რას წერს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ნიკა რურუაზე:
"კვირას მთელი საღამო ნიკაზე ვლაპარაკობდი - მე და ნიკა გვარამია შევთანხმდით, რომ მომავალ
კვირას გადაცემაში მთავარ სტუმრად მოვიყვანდით - ვერ მოვასწარით. განადგურებული ვარ - სიტყვებს ვერ ვპოულობ. ძალიან დიდი, უზარმაზარი სიცარიელე გაჩნდა ჩემს ირგვლივ. საშინლად დამაკლდები, მეგობარო - როგორც პოლიტიკოსი, როგორც თანამოაზრე, როგორც ძალიან საინტერესო ადამიანი, როგორც ოპტიმისტი და იმედის მომცემი მეგობარი"- წერს ეკა კვესიტაძე.

კომენტარი