მრავალშვილიანმა დედამ მკერდის გადიდება გადაწყვიტა, თუმცა ოპერაციიდან 17 დღეში ფატალურად დაიღუპა

სამი შვილის დედა, 36 წლის კოსმეტოლოგი ლუიზა ჰარვი უკმაყოფილო იყო საკუთარი მკერდით და გადაწყვიტა პლასტიკური ოპერაციის გზით მისი ზომის მომატება.


ლუიზამ ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკას მიმართა მკერდის პლასტიკისთვის. ერთი შეხედვით, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და ოპერაციიდან სამ დღეში ქალი გაწერეს სახლში.

რამდენიმე დღის შემდეგ ლუიზას სუნთქვა გაურთულდა, დაეწყო ქოშინი და იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სტაციონარში სისხლის შეგუბების დიაგნოზით, თუმცა ლუიზას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. სიკვდილის მიზეზი ფილტვის არტერიის ემბოლია გახდა.

მკერდის პლასტიკამ გამოიწვია სისხლის შეგუბება, რომელმაც წარმოქმნა თრომბი არტერიაში. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ქალს არტერიაში მანამდეც ჰქონდა შეგუბებული სისხლის კოლტები, თუმცა ექიმებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ოპერაციამ კი ემბოლიის პროცესი კიდევ უფრო პროგრესული გახადა. ახლა სასამართლო გადაწყვეტს, ლუიზას გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობაა თუ უბედური შემთხვევა.

კომენტარი