სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!" - ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდებაზე კომენტარს აკეთებს

შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს... მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ნუ ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ.

ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?! - ასე ეხმაურება აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა თორდია ინფორმაციას, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მისი ცემის საქმეზე ბრალი წარედგინა.

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ იმსჯელა და მას გირაო შეეფარდა.

ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-, ცემის მუხლით .. ელ-ცენტროს საქმეზე წარუდგინა. ადვოკატის ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100