სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთში ჩასვლას ტურისტები თავს არიდებენ

რიწის რელიქტურ პარკს წელს 102 163 ტურისტი ესტუმრა. ეს ციფრი შარშანდელთან შედარებით 24 ათას 788 ადამიანით ნაკლებია. აღნიშნული განცხადება გაზეთ "რესპუბლიკა აფხაზიას" პარკის გენერალურმა დირექტორმა საიდ ტარკილმა განუცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთში ტურისტების სინაკლებე გამოიწვია, სოჭის ოლიმპიადისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა, ადლერის გზაზე შექმნილმა საცობებმა და ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებულმა უწესრიგობამ.

პარკის დირექტორის განცხადებით, ტურისტებისთვის ბილეთის ღირებულება 250 რუსულ რუბლს შეადგენს, ადგილობრივებისთვის კი ნაკრძალში შესვლა უფასოა. რიწის პარკი თვითდაფინანსებაზეა. რიწის ნაკრძალი ქალაქ გაგრიდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100