სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სვანეთში დააკავეს მამა, რომელსაც 8 შვილი სახლში ჩაკეტილი ჰყავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში დააკავეს მამა, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. უწყების ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილისისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს. რაც იძულებას გულისხმობს.

იანვარში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი გოგო 21 წლისაა, უმცროსი კი 7- ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

სახლიდან შვილების გაშვების თხოვნით მამას მეზობლებმა და მღვდელმა არაერთხელ მიმართეს, თუმცა მისი დარწმუნება ვერავინ შეძლო. ამის შემდეგ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100