"რუსეთის ვიზებზე რიგში დგომა დამამცირებელი არ იყო?...ამერიკის ვიზის რიგში დგომა ორგაზმივით გერგებათ ხოლმე?"- დავით სუბელიანი ბასიანის რეზიდენტების მოსკოვში დაკვრას "აპრავებს"

„თეთრი ხმაური მოძრაობის“ წევრი დავით სუბელიანი კლუბ „ბასიანის“ რეზიდენტების მოსკოვში დაკვრას „აპრავებს“ და აი რა უწოდა „ინტელიგენციას“, რომელიც სოციალურ ქსელში ბასიანს საქციელს არ უწონებს.

„სამარცხვინო , ფაშისტი ინტელიგენცია“ წერს დათო სუბელიანი. პოსტზე უამრავი კომენტარია (გთავაზობთ კომენტარების ფოტო-სქრინებს)

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს კლუბ ბასიანის რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ.

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება იმისთვის, რომ თბილისური ტექნო-წვეულებების "თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო გააცოცხლოს".

Red Bull Music Festival Moscow წერს, რომ "მოსკოველების წინაშე წარსდგებიან" კლუბის რეზიდენტები: Bassiani Records-ის არტდირექტორი თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი, Zurkin და ზუკა ბაბუნაშვილი, ფსევდონიმით Zesknel.

კომენტარი