ყაზბეგში, აგვისტოში თოვლი მოვიდა (ფოტოები)

ყაზბეგში პირველი თოვლი მოვიდა. ნაადრევად მოსული თოვლის ამსახველ ფოტოსურათებს facebook-ის პირად გვერდზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი გომიაშვილი აქვეყნებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


კომენტარი