"იმედია, 14 სექტემბრამდე მოკვდები. თავი შეგიძლია ჩამოიხრჩო" - მოკლული ანა ნაცვლიშვილის დედა ბრალდებულს

იმედია, 14 სექტემბრამდე მოკვდები. თავი შეგიძლია ჩამოიხრჩო, - ასე მიმართა პროცესის დასრულების შემდეგ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს მოკლულის დედამ. დღევანდელ პროცესზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტები და კინოლოგი გამოიკითხნენ. მათ ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევების შესახებ, ასევე იმ დაზიანებებზე რომელიც მოკლული გოგონას ცხედარს აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.

კომენტარი