სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარიას თუშეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თუშეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ავტომობილში მჯდომი ორი პირი.

შემთხვევა წოვათის ხეობაში, სოფელ ილიურთასთან მოხდა.

ავტომობილი ხრამში რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები გვიან ღამით ამოიყვანეს.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. თუმცა სავარაუდო მიზეზად პირველადი მონაცემებით ალკოჰოლით თრობა სახელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100